ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის, გენერალური პროკურორი ხალხმა პირდაპირი არჩევის წესით აირჩიოს

ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის, საქართველოს გენერალური პროკურორი ხალხმა პირდაპირი არჩევის წესით აირჩიოს.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, პროცესი, რომელიც დღეს პროკურატურაში მიმდინარეობს, პერსპექტივას არ იძლევა, ახალი მთავარი პროკურორი პოლიტიკურად ნეიტრალური და თავისუფალი იქნება.

„როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს საქართველოს გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი. ეს პროცესი არის ფარსი და სამწუხაროდ, მიუხედავად „ქართული ოცნების" 8 წელი ხელისუფლებაში ყოფნისა, გენერალური პროკურატურა და პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ჩვენი სახელმწიფოს „აქილევსის ქუსლად“ რჩება. ბოლოს მე აქ ზაზა სარალიძის თავგანწირული პროტესტის დროს ვიყავი და მას შემდეგ სისტემურად საქართველოს პროკურატურაში არაფერი არ შეცვლილა. საქართველოს პროკურატურის პოლიტიკური მიკერძოებულობის მანიშნებელი არის ის კრიტიკული ანგარიში, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო და ასევე აშშ-ის საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის განცხადება, რომელიც მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური ზეწოლისგან გაათავისუფლოს გენერალური პროკურატურა.

სამწუხაროდ, პროცესი, რომელიც დღეს პროკურატურაში მიმდინარეობს, ვერავითარ პერსპექტივას ვერ გვაძლევს, რომ ახალი გენერალური პროკურორი იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური და თავისუფალი. ამაზე მოწმობს ის, რომ კენჭისყრა არის დახურული, კონსულტაციები იყო დახურული და გარდა ამისა, ამაზე მეტყველებს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, დომინანტი არის ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩემი 2 კოლეგა, რომელიც მუდამ ხელისუფლების ინტერესს ატარებს. ამ სიტუაციიდან, ბოლო გამოწვევებიდან გამომდინარე, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია ფუნდამენტური რეფორმა, რომელშიც იგულისხმება გენერალური პროკურორის პირდაპირი არჩევნების შემოღება. ასეთი სისტემა წარმატებულად მოქმედებს აშშ-ში, სადაც პროკურორები ხალხის მიერ არიან არჩეული“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა