გიორგი კახიანი - ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური წინადადება შესთავაზა, რაც პროპორციული სისტემის სასარგებლოდ  მანდატების გაზრდას გულისხმობს

ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური წინადადება შესთავაზა, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ მანდატების გაზრდას გულისხმობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე. კახიანის თქმით, ხელისუფლების შეთავაზების გარშემო, სავარაუდოდ, პოზიციების შეჯერება და კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება.

"მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩვენი შეთავაზება გათვალისწინებული იქნება, რადგან ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეიძლება ამ ვითარებაში. სამართლებრივი თვალსაზრისით დიდი არჩევანის საშუალება არ გვაქვს, რადგან კონსტიტუციაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ცვლილება ვერ განხორციელდება და ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია. თავად კარგად იციან, რომ მათი შეთავაზებები გათვალისწინებული ვერ იქნება. ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური შეთავაზება გაუკეთა, რაც გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ მანდატების გაზრდას. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ამ შეთავაზების გარშემო რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით. ულტიმატუმზე საუბარი ზედმეტია, რადგან კონკრეტული რეალობა გვაქვს. თუ რაიმე ცვლილება არ განვახორციელეთ კანონმდებლობაში, არჩევნები იმ სისტემის საფუძველზე ჩატარდება, რაც დღეს მოქმედებს. ეს არის შერეული სისტემა. ამის საწინააღმდეგოდ და ოპოზიციის ინტერესების გათვალისწინებით, მათ შევთავაზეთ, რომ მანდატები გავზარდით, რაც არის ერთადერთი რაციონალური შეთავაზება", - განაცხადა კახიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო