გედევან ფოფხაძე - კულტურის სამინისტროს შესახებ ინფორმაციაზე კრილოვის იგავ-არაკი გამახსენდა

ჩვენ არ გვყავს მთავრობა, მთავრობა ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის მისი კერძო მთავრობა,- ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და მინისტრად ბექა ოდიშარიას შესაძლო დანიშვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„არ ვიცი, რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ მე ჩემს განცდებს გეტყვით, პირველი რეაქცია ამ ინფორმაციაზე იყო ის, რომ გამახსენდა კრილოვის იგავ-არაკი. მუსიკოსები ცდილობენ დაუკრან სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, ერთმანეთში ცვლიან ამ ინსტრუმენტებს და მუსიკა მაინც არ გამოსდით. მე არ მგონია, იმაზე იყოს დამოკიდებული, ვინ რა ინსტრუმენტს აიღებს ხელში, ეს დამოკიდებულია იმაზე, მუსიკასთან და ამ ინსტრუმენტებთან მწყრალად ხარ თუ არა. დღევანდელი მოცემულობა არის ასეთი - ჩვენ არ გვყავს მთავრობა, მთავრობა ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის მისი კერძო მთავრობა. ამოცანა ამ მთავრობის არის არა იმ სფეროების მიხედვა, რა სფეროებსაც ხელმძღვანელობენ, არამედ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს მათ მიმართ ლოიალური. ჯანდაცვის მინისტრი არის ამის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი, რომ მინისტრი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილზე ორიენტირებული, მისთვის მოსაწონი. ვიდრე ხალხი არ დაიბრუნებს მთავრობას და ის იქნება ერთი ადამიანის მოწონებაზე ორიენტირებული, მანამდე არც ერთ სფეროს არ ეშველება. ეს არის ატროფირებისკენ მიმართული პროცესი, როცა მინისტრები და სამინისტროები ბიძინა ივანიშვილთან არიან ანგარიშვალდებული,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს