აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დაფუძნების აღსანიშნავად მიღება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დაფუძნების აღსანიშნავად მიღება გაიმართა. ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულთა უდიდესი უმრავლესობა 1950 -იანი წლებიდან 2019 წლამდე აკადემიკოს ლევან ალექსიძის სტუდენტი იყო.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით დაფუძნდა ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობისა და მისი დაფუძნებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის გასაძლიერებლად.

ფონდის მიზანი საქართველოს, საერთაშორისო ურთიერთობების სრულუფლებიანი სუბიექტის, აკადემიური და სამეცნიერო თვალსაზრისით უცხოეთში ცნობადობის გაზრდაა. ფონდი ასევე მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შემდგომ დამკვიდრებაში აკადემიურ და სამეცნიერო ხელშეწყობას, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გამოიცემა ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, სამეცნიერო ქართულ-ინგლისური პერიოდული გამოცემა; ფონდმა ასევე დააფუძნა ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რაც ვაშინგტონში დაფუძნებული ჯესაპის (Philip C Jessup) საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფორმატით უცხოეთისა და ქართულ აკადემიურ წრეებს საქართველოში მისცემს შესაძლებლობას საერთაშორისო სამართლის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელონ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო