„საქსტატი“ - 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი ექსპორტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელის გამოქვეყნებაც სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურმა დღეიდან დაიწყო და საგარეო ვაჭრობის ჩვეულებრივ ანგარიშთან ერთად ყოველთვიურად გამოაქვეყნებს.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

გასულ წელს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 736.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 17.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მონაცემზე და ქვეყნის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.3 პროცენტს შეადგენს. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 855.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 10 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 36.4 პროცენტს შეადგენს.

ადგილობრივი წარმოების ექსპორტის კუთხით უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (432.3 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (281.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (207.0 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, 2019 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 651.6 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 302.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.8 პროცენტი) ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 221.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.4 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 68.2%-ით გაიზარდა და 686.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტატისტიკაში ავტომობილები არ ფიგურირებს, საქართველოდან ექსპორტზე გატანილი მსუბუქი ავტომობილები მთლიანად რეექსპორტს ( საზღვარგარეთიდან შემოტანილ და შემდეგ ექსპორტზე გატანილ პროდუქტს ) წარმოადგენს.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო