ლევან ვეფხვაძე - თუ გვინდა, მსოფლიო ბაზარზე ვიყოთ ჩვენი პროდუქცია კონკურენტული იყოს, ეს ნიშნავს, რომ იგივე ხარისხი უნდა აწარმოო შედარებით იაფად

"თუ გვინდა, მსოფლიო ბაზარზე ვიყოთ ჩვენი პროდუქცია კონკურენტული იყოს, ეს ნიშნავს, რომ იგივე ხარისხი უნდა აწარმოო შედარებით იაფად - სახელმწიფო კი, გარდა იმისა, რომ შეიძლება, პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერის განხორციელებას ახდენდეს, უნდა ახდენდეს უცხოური ინვესტიციების წახალისებასაც", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

ვეფხვაძემ ისაუბრა საგარეო ვაჭრობის მონაცემების შესახებ, რომ ის 2019 წელს 2.7%-ითაა გაზრდილი.

"საზოგადოდ, ის, რაც ჩვენ წარმოებაში გვაკლია, არის ახალი ტექნოლოგიები და პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. ბუნებრივია, ჩვენი მუშახელი შედარებით იაფია, მაგრამ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები. თუ გვინდა, ჩვენ მსოფლიო ბაზარზე ვიყოთ კონკურენტულები და ჩვენი პროდუქცია იყოს კონკურენტული, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე ხარისხი უნდა აწარმოო, მაგრამ შედარებით იაფად. ამ კუთხით თავად სახელმწიფოს აქვს გადადგმული ნაბიჯი, ეს ექსპორტის წამახალისებელი გარკვეული პროგრამებია, რომელიც განხორციელდა და ის, რომ ექსპორტი დღეს იზრდება, ამის შედეგია. თუმცა, მხოლოდ სახელმწიფო არ უნდა იყოს აქ მამოძრავებელი, არამედ სახელმწიფო, გარდა იმისა, რომ შეიძლება, პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერის განხორციელებას ახდენდეს, ასევე ამასთან ერთად უნდა ახდენდეს უცხოური ინვესტიციების წახალისებას, რადგან უცხოურ ინვესტიციას მოაქვს ტექნოლოგიები და ეს ტექნოლოგიებია სწორედ ის, რამაც ჩვენთან უნდა შექმნას ასე ვთქვათ, წარმოების შესაძლებლობა", - აღნიშნა მან.

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ასევე შეეხო იმპორტის ზრდის შემცირებასაც.

"ის, რომ იმპორტი მცირდება, აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ზოგადად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების პირობებში მოხმარება მცირდება ქვეყანაში, გარდა ამისა, ლარის კურსის ვარდნის გამო ძალიან ბევრი პროდუქტი ელასტიურია, ფასზე მიბმულია, - თუ გაიზრდება ფასი, მისი მოხმარება შემცირდება, ამიტომ აქ პროგნოზირება ადვილია, რომ ეს, იმპორტის შემცირების ტენდენცია ალბათ გარკვეული პერიოდი კიდევ გაგრძელდება. თუმცა, ექსპორტის მიმართულებით ჩვენ დამატებით თუ გვინდა მისი მოცულობების ზრდა, გვჭირდება ტექნოლოგიები და უცხოური ინვესტიციები", - განაცხადა ვეფხვაძემ.

მანვე კომენტარი გააკეთა იმპორტსა და ექსპორტს შორის მიმართებაზე და მათ შორის სხვაობის შესაძლო შედეგებზე.

"საზოგადოდ, როდესაც საკრედიტო რეიტინგები ფასდება, ერთ-ერთი სწორედ სავაჭრო ბალანსის საკითხია, რადგან სავაჭრო ბალანსი, ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა თავის მხრივ განსაზღვრავს მიმდინარე ანგარიშს, ამ შემთხვევაში ქვეყნის საკრედიტო რეიტინგები იცვლება იმისდა მიხედვით, როგორია ჩვენი მიმდინარე ანგარიში. ცხადია, ნეგატიური მიმდინარე ანგარიში თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, მცირე, პატარა ეკონომიკის პირობებში, თუკი ჩვენ პოზიტიურისკენ მივდივართ, იზრდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და მასთან ერთად, შესაძლებლობა ჩნდება გარედან შედარებით იაფი ფულის მოზიდვის, ეს არ არის ცუდი და ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც საბოლოო ჯამში ბიზნესზე პოზიტიურად აისახება. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმპორტზე ფასის ზრდა და მოხმარების შემცირება საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე, რადგან ამ შემთხვევაში გაძვირდა არა საბოლოო მომხმარებლისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის კონკრეტული პროდუქტები, არამედ თვითონ ეკონომიკისთვისაც გაიზარდა წნეხი, რადგან ჩვენი პროდუქტების ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, მის ღირებულებათა ჯაჭვში იმპორტი შედის. მაგალითად, ღვინოს შემთხვევაში ბოთლი ღირებულების ჯაჭვში შედის და შესაბამისად, მას უძვირდება პროდუქტი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში