კახა კალაძე „რესპუბლიკელი“ სენატორის წერილზე - მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია

მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რესპუბლიკელი სენატორის წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

კალაძის თქმით, ის დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მიიღებს.

„წერილის შინაარსს არ ვიცნობ, თუმცა ნამდვილად ვერ მივიღებ ისეთ კრიტიკას, რომელიც ნამდვილად დაუმსახურებელია. ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა განხორციელებული მოყოლებული 2012 წლიდან და შედარებებიც საკმარისია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე გამოხატვის თავისუფლების კუთხით, თუნდაც ტელევიზიების მიმართ. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, ამაზე მეტყველებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ოფიციალური განცხადებები. ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა, მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს