კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა

კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

„ევროპის კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ევროპირველობაზე, ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები სერგო მოვსესიანი და ლაშა ოზბეთელაშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თენგიზ ბასტოიანი და ოთარ ესიტაშვილი დაეუფლნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ლიეტუვა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი საფრანგეთის ნაკრებმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 4 სპორტსმენით იასპარეზა და ოთხივემ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

ოქროს მედლები მოიპოვეს, სერგო მოვსესიანმა (-65 კგ) და ლაშა ოზბეთელაშვილმა (-75 კგ), ხოლო თენგიზ ბასტოიანმა (-75 კგ) და ოთარ ესიტაშვილი (-85 კგ) ბრინჯაოს მედლები აიღეს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს