წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პრემია „ლიტერას“ ლაურეატი მწერლის, იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

23 იანვარს, წიგნის სახლ „ლიგამუსში“, პრემია „ლიტერას“ ლაურეატი მწერლის იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის - „გარდასულები“ წარდგენა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, წიგნს „გარდასულები“ წარადგენს ფილოსოფოსი, ილიაუნის პროფესორი გიორგი მაისურაძე. „გარდასულები“ იაგო თვალაბეიშვილის რიგით მეორე წიგნია. მისი პირველი რომანი „ტრანსმუტაცია“ ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ისა“ და ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულია ნომინაციაში - „2018 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი“. ავტორის მეორე წიგნი სამ მოთხრობას აერთიანებს. მათში მოთხრობილია ბედისწერის მიერ ერთმანეთში უცნაურად გადაჯაჭვული სრულიად დაუჯერებელი ამბები, აღწერილია ადამიანების გაუსაძლისი ყოფა და ექსტრემალური გარემოს ზეგავლენით გაშიშვლებული, ყველაზე ბნელი, საზარელი მხარე მათი არსებობისა.

წიგნი გაფორმებულია ავტორის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები წიგნის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ, საშუალება ექნებათ, პირადად გაესაუბრონ ავტორს, აიღონ მისგან ავტოგრაფი და გადაიღონ ფოტოები.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/857922554665793/“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო