რომან გოცირიძე - პირველივე დანახვისთანავე ჯერ გაგვეცინება და მერე აგვეტირება, ასეთი მინისტრი გვეყოლება კულტურაში

პირველივე დანახვისთანავე ჯერ გაგვეცინება და მერე აგვეტირება, აი ასეთი მინისტრი გვეყოლება კულტურაში,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს ცალკე გაყოფის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კულტურის სფეროს ცალკე გამოყოფა სწორი არ არის და რეალურად, ვიღაცისთვის სავარძლის შექმნას და საარჩევნო მიზნებს უკავშირდება.

რომან გოცირიძის თქმით, კონკრეტული სფეროს განვითარებას სამინისტროს შექმნა არ სჭირდება.

„აბა ჩაიხედეთ ბიუჯეტში, კულტურის სამინისტროს საქმიანობის 90 პროცენტი არის ფინანსთა სამინისტრო, 10 პროცენტი არის კულტურის მართვა. მას სჭირდება მცირე ჯგუფი გონიერი ადამიანების, რომლებიც განსაზღვრავენ კულტურის პოლიტიკას. დანარჩენი რაც შეეხება დაფინანსებას ეს არის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის საქმე. ხელისუფლებას აღებული აქვს კურსი ბიუროკრატიზაციისკენ, ძალაუფლების შენარჩუნებისკენ და კულტურაზე ცრემლების ღვრითა და ვითომ სიკეთის კეთების ლოზუნგით, ეს არის საკუთარი ბიუროკრატიული და პარტიული აპარატის დასაქმებისთვის გადადგმული ნაბიჯი. ზოგადად, სამინისტრო ეს არის ბიუჯეტი, ხოლო ბიუჯეტი გონივრული განაწილების შემთხვევაში არის კომპიუტერი, სადაც სწორად ნაწილდება თანხები მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შესაბამისად. არ სჭირდება რომელიმე დარგს ზემდგომი სამინისტრო. სამინისტრო იქნება ეს თუ დეპარტამენტი ეს ნიშნავს დამატებით ბიუროკრატიას. ეს ნიშნავს რომ ვიღაცისთვის ქმნიან ახალ სავარძელს და დამატებით კომპონენტს, რომელიც გამოიყენება არჩევნებისთვის. არავინ ზრუნავს კულტურაზე. ააფეთქეს საყდრისი და კულტურა არის ჩამოშლილი. რაც შეეხება მინისტრს, არ ვიცით ვინ იქნება, მაგრამ მინისტრი იქნება ოდიოზური ანმორჩილი ან ორივე ერთად, როგორც გენერალური პროკურორი. რადგან ჩვენ ვიცით, როგორი მინისტრები ინიშნებიან და როგორ უყვარს ბიძინა ივანიშვილს კადრების შერჩევა, პირველივე დანახვისთანავე ჯერ გაგვეცინება და მერე აგვეტირება, აი ასეთი მინისტრი გვეყოლება კულტურაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო