პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას მხარს უჭერს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას მხარს უჭერს. მისი თქმით, ამაზე გუნდში მსჯელობა ნამდვილად მიდის.

„ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თემაზე გუნდში აქტიურად მიდის მსჯელობა, როდის გაიყოფა სამინისტორები და რამდენად პროდუქტიულად შეიძლება მივაღწიოთ სათანადო რეზულტატს. იცით, რომ განათლების მიმართულებით ბევრი რეფორმაა დაგეგმილი და ბევრი წარმატებით განხორციელდა. ვფიქრობ, კულტურის მიმართულებითაც ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, ჩვენ მოვუმატეთ ბიუჯეტი 5.3 მილიონით, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად გასაზრდელია.

გაყოფაზე მსჯელობა სექტემბრიდან მიმდინარეობდა, ვადასტურებ, მაგრამ როდის და რანაირად, ეს მთავრობის დასაანონსებელია, პრემიერის გასაჟღერებელია, თუ რამდენად სწორად და დროულად იქნება. არ გამოვრიცხავ, თებერვალშიც მოხდეს, ან უფრო გვიან გაკეთდეს მოცემული განაცხადი. არსებობს ვალდებულები და არცერთი მათგანი არ უნდა დაზიანდეს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ჩემი სუბიექტურია აზრია, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე იყოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გენადი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, თავის დროზე სამინისტოების შეერთებით, არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული თუ არა, პასუხობს, რომ ეს მცირე მთავრობის იდეით იყო განპირობებული.

„ვიტყოდი, რომ ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მსჯელობის და საქმის გაკეთების მერე მოდის, მაშინ იყო მცირე მთავრობის იდეა, ნაკლები ბიუროკრატია, მაგრამ დრომ გამოაჩინა, რომ კულტურა სჯობს, ცალკე მიმართულებით იყოს“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა