გიგა ბოკერია - ბურთი ყოველთვის საზოგადოების მოედანზეა და მთავრობის ვალია, საზოგადოებას მოუსმინოს

ბურთი ყოველთვის საზოგადოების მოედანზეა და მთავრობის ვალია, საზოგადოებას მოუსმინოს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ თუ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შეთანხმდა, არჩევნები არსებული, შერეული სისტემით ჩატარდება და ახლა „ბურთი ოპოზიციის მოედანზეა".

ბოკერიას თქმით, ვინც საზოგადოებას დადებულ პირობას არ უსრულებს, „მერე პოლიტიკურად უმძიმეს ფასს მოიმკის".

„ჩვენი შეთავაზება დიდი ხნის წინ არის გაკეთებული. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ. ოდირის რეკომენდაციებს ველოდებით. ასე რომ, ბურთი ყოველთვის არის საზოგადოების მოედანზე და მთავრობის ვალია, საზოგადოებას მოუსმინოს და დადებული პირობა შეასრულოს. ვინც ასე ექცევა საზოგადოებას, რა გზავნილიც ჰქონდა ამ ივანიშვილის ერთ-ერთ „კლოუნს“, ის მერე პოლიტიკურად მოიმკის უმძიმეს ფასს", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით, რაც მოხდება - არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით". მისივე თქმით, ბურთი ჯერჯერობით ოპოზიციის მოედანზეა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო