რომან გოცირიძე - გენპროკურორი 100%-ით ირაკლი შოთაძე იქნება

ენერალური პროკურორი 100%-ით ირაკლი შოთაძე იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას. რომან გოცირიძე, დანარჩენ 16 კანდიდატს ურჩევს, რომ კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვონ, ან ეს პროცესი ხელისუფლების მხილებისთვის გამოიყენონ.

"გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი არის ილუზია, თითქოს დემოკრატიულად მიმდინარეობს ეს და თითქოს მართლა 16 კანდიდატი მონაწილეობდეს. გენერალური პროკურორი 100% -ით ირაკლი შოთაძე იქნება, ვინაიდან ივანიშვილს სურს, რომ მორჩილებაში მყოფი იყოს ამ პოსტზე, განსაკუთრებით ისეთი, ვინც ერთხელ უკვე არის ნაცადი და გასვრილი. ამიტომ დანარჩენმა 16-მა კანდიდატმა არ უნდა შეასრულოს ლეღვის ფოთლის როლი მზეჭაბუკის სხეულზე. ამიტომ მათი წესიერი ქცევა იქნებოდა ის, რომ ან პროცესი დაეტოვონ პროტესტის ნიშნად, ან ეს პროცესი გამოიყენონ ხელისუფლების მხილებისთვის. მათთვისაც შეურაცხმყოფელია, რომ წინასწარ ვიცით, ვის დასვამენ გენერალურ პროკურორად და მაინც მონაწილეობენ იმ პროცესში, სადაც შანსი ნულია,"- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა