ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძის მიმართ სამართალდამცავების მიერ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ მის სამსახურში დეპუტატ ანრი ოხანაშვილი საქმეზე ბრალდებული პირის ვახტანგ რობაქიძის მიმართ სამართალდამცავების მიერ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინფორმაციის მიწოდების მიზნით დღესაა დაბარებული.

„ვადასტურებ, რომ განცხადება შემოსულია, ვადასტურებ იმასაც, რომ გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლის, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დღეს უნდა გამოცხადდეს ის სამართალდამცავ ორგანოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინფორმაციის მოწოდების მიზნით და მისი გამოკითხვის შემდგომ უფრო ინტენსიურად დაიგეგმება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაც საჭირო იქნება მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, ვინაიდან ის ჯერ ჩვენ სამსახურში გამოკითხვაზე არ ყოფილა, მეტ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, თუმცა გპირდებით რომ, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჩაგაყენებთ საქმის კურსში,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს