ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე დაზარალებულებიდან ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე დაზარალებულებიდან ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთის ადვოკატმა განუცხადა.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება სწორედ ამ მიზეზით არ ისურვა და განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ ბავშვებმა თვითმკვლელობა სცადეს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული.

საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო