არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული სკოლის პედაგოგის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებით გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. აღნიშნულის შესახებ ცინცაძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან რამდენიმეს დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობაც ექნება. ცინცაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები კანონის არსებითი დარღვევით მოიპოვა.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული.
საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.