პროკურორის განცხადებით, მათთვის არ არის ცნობილი, რომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე დაზარალებულებიდან ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულების საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ბრალდების მხარისთვის უცნობია ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა.

„ბრალდების მხარისთვის აღნიშნული ფაქტი უცნობია, რას გულისხმობს დაცვის მხარე ჩვენთვის გაუგებარია. ბრიფინგის შემდეგ დაზარალებულები, ასევე მათი მშობლები საგამოძიებო ორგანოში იყვნენ დაკითხული და მსგავსი განცხადება არცერთ მათგანს არ გაუკეთებია. თუ ეს ბოლო დღეებში მოხდა, არც ესააა ჩემთვის ცნობილი, რადგან ამის თაობაზე არავის მოუმართავს“, - განაცხადა გოგორელიანმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ამასთან, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

„ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის და გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი განიხილება. ბრალდების მხარე შუამდგომლობს, როგორც საკუთარი შუამდგომლობების დასაშვებად ცნობას, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობაზე. არის მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარეს ნუსხაში მითითებული აქვს, თუმცა, ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი არ აქვს. ასევე, გარკვეული მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დარღვევით აქვთ მოპოვებული.

ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის ფარული სატელეფონო საუბრები, აგრეთვე, სოციალური ქსელიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სატელეფონო ანძებით მიღებული ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდნენ კონკრეტული მშობლები ფოტოსესიის დროს, არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და საბანკო ინფორმაცია, რითიც თანხების ჩარიცხვები დასტურდება“, - განაცხადა გოგორელიანმა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო