ადვოკატის განცხადებით, “ანას ბაღის” ტერიტორიაზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული მოქალაქის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

“ანას ბაღის” ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული მოქალაქის მამუკა დარისპანაშვილის ადვოკატის მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

მისი თქმით, არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ გაუსწორდნენ “გისსონის” თანამშრომლები მოქალაქეს.

“ჩვენი მოთხოვნაა, ამ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფოდ დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. მამუკა დარისპანაშვილი კარავში იყო და იცავდა მოსახლეობის მიერ დადგმულ კარავს, დაცვის კომპანია “გისსონის” თანამშრომლებმა კი სასტიკად სცემეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც გადმოყვანილია საავადმყოფოში და ამ წუთშიც აქ იმყოფება. შსს-დან რეაგირება ამ წუთამდე არ მოყოლია, არავინ გამოუკითხავთ, არავის გასაუბრებია პოლიცია ამ ფაქტზე. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, რომელსაც აუცილებლად წარვუდგენთ გამოძიებას”,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, “ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მოსახლეობასა და დაცვის სამსახურის „გისსონის“ თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, კარავი, სადაც პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ „გისსონის“ თანამშრომლებმა დაარბიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა