საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე ამერიკელ სასამართლო მანდატურებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხია ამერიკელ სასამართლო მანდატურებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო მანდატურის სამსახურის საქმიანობას და არსებულ რეგულაციებს. სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.

„სამომავლოდ, უცხოელი სპეციალისტები შეიმუშავებენ და დაგეგმავენ პრაქტიკულ ღონისძიებებს მანდატურის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო