მარიამ ჯაში - კულტურის სამინისტროს ცალკე სამინისტროდ გამოყოფას მივესალმები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, თუ ამ სფეროსთვის მნიშვნელოვანი ფინანსები არ გამოიყოფა

სამინისტროების გაერთიანებით ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა, გადაწყვეტილებების მიღება დროში იყო უფრო გაწელილი და კულტურის სფეროს ეფექტურობაზე ცვლილებამ დადებითად ვერ იმოქმედა, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ კულტურის კომპონენტი ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება, ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა მისივე თქმით, ეს საკმარისი არ იქნება, თუ მნიშვნელოვანი ფინანსები არ გამოიყოფა.

„ჯერ კიდევ შარშან, როცა კულტურისა და განათლების სამინისტროს გაერთიანება განიხილებოდა, ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მოსალოდნელი იყო კულტურის სფეროს არა მხოლოდ ჩრდილში მოქცევა, არამედ დამატებით ადმინისტრაციული ბარიერები შეიქმნა. ჩვენი ხელოვანები უკმაყოფილებას აფიქსირებდნენ. თუ ცალკე სამინისტროდ გამოყოფა მოხდება, მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, თუ კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ფინანსების გამოყოფა არ მოხდება.

სამინისტროების გაერთიანებით ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა, გადაწყვეტილებების მიღება დროში იყო უფრო გაწელილი და კულტურის სფეროს ეფექტურობაზე ცვლილებამ დადებითად ვერ იმოქმედა,"- განაცხადა ჯაშმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კულტურის მინისტრის პოსტზე შესაძლოა ბექა ოდიშარია დაინიშნოს, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი, რასაც ის დადებითად შეაფასებს, ის არის, რომ კომუნიკაცია გაუმჯობესდება კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. „თუმცა ვფიქრობ, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს, სტრატეგიული პროვლემების აღმოსაფხვრელად რომელი კანდიდატი იქნება ეფექტური", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს