ანრი ოხანაშვილი - გახარია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, სპეკულაციები იმაზე, რომ ვინმე თანამდებობას ტოვებს, უადგილოა

საუბარი და სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ტოვებს თანამდებობას და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ უადგილოა, - ასე უპასუხა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გიორგი გახარია არის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარია არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. შესაბამისად, საუბარი და სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ტოვებს თანამდებობას და ა.შ მე ვფიქრობ, რომ უადგილოა. პოლიტიკური ცხოვრება დინამიურია და გარკვეული ცვლილებები შესაძლებელია ყოველთვის მოხდეს, თუმცა აპელირება კონკრეტულ პიროვნებებზე, პრემიერ-მინისტრის წასვლაზე და სხვა, ვფიქრობ, რომ უადგილოა,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა