დავით ჭიჭინაძე - „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი - ქართველი ხალხი

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი - ქართველი ხალხი - და აწი რას გაითვალისწინებს და რას არა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება. ამის უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად „ოცნებას“, თორემ „ბიუჯეტის ვირთხებს“, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ იმ მოპარულის დათმობა, რასაც ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში იპარავდნენ“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს მოსახლეობა უარს ეტყვის, „რადგან მათი ქმედება აბსოლუტურად არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორების, კონგრესმენების და ქართველი ხალხის აზრი, შეფასება, კრიტიკა ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ფაქტია „ოცნებას“ არცერთ ენაზე არ ესმის, რადგან ინგლისურის მცოდნეებმა პარტია დატოვეს, ქართული კი მათ თავიდანვე არ ესმოდათ.

მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა.

დასავლელმა პარტნიორებმა ვერდიქტი გამოუტანეს. ყველაზე დიდი სანქცია კი 2020 წელს ექნებათ, როდესაც საკუთარი მოსახლეობა უარს ეტყვის იმიტომ, რომ მათი ქმედება აბსოლუტურად არ შეესაბამაბა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა