თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 1200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მოწყობა იგეგმება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 1200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც სავარაუდოდ 17 მილიონ დოლარამდე დაიხარჯება. სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ ვებგვერდზე არსებული ინფრომაციით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით პირობიანი აუქციონი უკვე გამოაცხადა.

კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებული 10 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, არანაკლებ 1200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მოწყობის მიზნით, 49 წლიანი აღნაგობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე 75 000 ლარად იყიდება.

აუქციონის პირობების თანახმად, აღნაგობის ვადის , ანუ 49 წლის, გასვლის შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა ნაგებობები, ინვენტარი და ყველა სახის ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ საკუთრებაში უბრუნდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სავარაუდო ღირებულება 16 950 000 აშშ დოლარს შეადგენს. სტუდენტის განთავსების საბაზისო საფასური კი 150 აშშ დოლარის ექვივალენტი იქნება. აუქციონი 2020 წლის 1-ელ თებერვალს სრულდება.

დეტალური ინფორმაცია აუქციონის შესახებ იხილეთ ბმულზე - http://bit.ly/2v1pA0I

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა