20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი მამის წლისთავზე რამდენიმე საათით გაშვებას ითხოვს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი 28 იანვარს მამის გარდაცვალების წლისთავზე რამდენიმე საათით გაშვებას ითხოვს.

აღნიშნული განცხადება ბესიკ თამლიანმა სასამართლო პროცესზე გააკეთა. მისი განცხადებით, ის დანაშაულის აღიარების გარეშე ითხოვს რამდენიმე საათით გაშვებას.

„ძალიან გთხოვთ, მოიძებნოს კანონიერი გზა, რომ გამონაკლისის სახით დაიშვას ჩემი გაშვება მამის წლისთავზე, 2 საათით მაინც რომ გამიშვათ. ქართველი კაცისთვის ეს წმინდაა", - განაცხადა თამლიანმა.

ამასთან, თამლიანმა ითხოვა მას პენიტენციური დაწესებულებიდან სატელეფონი ზარის განხორციელებისა და წერილების გაგზავნის უფლება მისცენ.

„გპირდებით სპეცრაზმელებს არ დავურეკავ", - აღნიშნა თამლიანმა.

აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს განუმარტა, რომ ადვოკატთან კონსულტაცია გაევლო და თუ შუამდგომლობის ფორმა ექნებოდა, სასამართლო განიხილავდა.

ბესიკ თამლიანის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლებოდნენ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო