ელიზაბეთ რუდი - შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან, განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში

შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან, განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან, განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან. როცა საოკუპაციო რეჟიმმა გადმოწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება," - განაცხადა რუდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა