გია მურღულია განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფაზე - განათლება იმდენად დიდი სფეროა, რომ ცალკე მართვის სისტემა სჭირდება - ამდენად, ეს გადაწყვეტილება მართებულია

განათლება იმდენად დიდი სფეროა, რომ ცალკე მართვის სისტემა სჭირდება. ამდენად, მართებულია ეს გადაწყვეტილება, - ასე შეაფასა ექსპერტმა განათლების საკითხებში გია მურღულიამ „ინტერპრესნიუსთან“ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებული მთავრობის გადაწყვეტილება.

მისივე შეფასებით, განათლების და კულტურის შეერთებას რომ შედეგი გამოეღო, მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

„თავის დროზე რომ ეს სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, ალბათ, ახლა არ გაყოფდნენ. მე ვფიქრობ, რომ განათლების სფერო იმდენად დიდი სფეროა, რომ ალბათ ცალკე მართვის სისტემა სჭირდება, ამდენად ალბათ მართებულია ეს გადაწყვეტილება. გამოცდილება აჩვენებს, რომ ისეც შეიძლება მართვა და ასეც შეიძლება მართვა. უბრალოდ, როდესაც ამხელა სფეროზე ვლაპარაკობთ, ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ ცალკე იყოს განათლების სისტემა. ეს არის ცალკე, მოცულობითი სისტემა ბევრი პრობლემით და ბევრი ადამიანი მონაწილეობს ამ სფეროში. იმდენი სეგმენტისგან შედგება, რომ ალბათ სჯობს რომ იყოს ცალკე“, - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ განაცხადა და განმარტა, რომ უწყებების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს