20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ძმა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესიდან ბრალდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის ძმა, გიორგი ბუდაღაშვილი წესრიგის დარღვევის გამო გააძევეს და 200 ლარით დააჯარიმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

„კიდევ აღარაფერი დაგრჩათ, რომ დამაქციოთ?", - მიმართა გიორგი ბუდაღაშვილმა მოსამართლეს სხდომათა დარბაზიდან გასვლისას.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის თანამშრომელს კითხავენ, რომელმაც განაცხადა, რომ „წითელ მაისურში ჩაცმული მამაკაცი აგრესიულობით გამოირჩეოდა და მის თანამშრომელს ფარი გასტაცა".

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს