მოძრაობა „გაბედეს" წევრებსა და სოფო კილაძეს შორის შეხვედრა არ შედგა

მოძრაობა „გაბედეს" წევრებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს შორის შეხვედრა არ შედგა. აქტივისტები შეხვედრაზე მედიის დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სოფო კილაძემ უარი განაცხადა. მედიის წარმომადგენლების გარეშე შეხვედრის გამართვაზე მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა თქვეს უარი. მათი განცხადებით, საკითხები, რომელთა განხილვაც შეხვედრაზე იგეგმებოდა, შეეხებოდა 20 ივნისის მოვლენებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ახალგაზრდების დაკავების ფაქტებს.

„ნახევარი საათის წინ გვითხრა, შეგხვდებითო. მოვედით აქ და კარს უხურავდნენ მედია საშუალებებს. ტყუილი დღევანდელი ხელისუფლების ნორმად იქცა. არ გვხვდებიან იმიტომ, რომ პასუხი არ აქვთ. ვისურვებ, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რომ საჯარო მოხელეები ჟურნალისტებსა და ახალგაზრდებს არ გაურბოდნენ, რომ ყველაფერი იყოს ღია. დღევანდელი პოლიტიკა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის ცინიკური. ჩვენ რომ გარეთ არ გავიდეთ და პროტესტი არ მოვაწყოთ, თვითონ ითხრიან სამარეს. ჩვენ დასამალი არ გვაქვს არაფერი. თემები და საკითხები, რაზეც შეხვედრაზე გვინდოდა საუბარი - 20 ივნისი, პროპორციული არჩევნები, ახალგაზრდების დაკავება - ყველას ეხება. როდესაც ასეთი საკითხების განხილვა მიმდინარეობს, გაუგებარია, რატომ არ უნდა დაესწროს მედია. კამერებთან საუბარი არ სურთ იმიტომ, რომ ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა დაბლა“, - განაცხადა მოძრაობა „გაბედეს" წევრმა ბექა ნათელაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა, მოძრაობის წევრების მხრიდან ულტიმატუმი, რომ შეხვედრას აუცილებლად მედია უნდა დასწრებოდა, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ პოლიტიკური შოუს მოწყობა სურდათ.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის კარი ყოველთვის ღიაა შეხვედრისთვის. მათი მოთხოვნა იყო, რომ შეხვედრა მედიის თანხლებით მომხდარიყო. მათი მხრიდან ამ ულტიმატუმის წამოყენება მიანიშნებს იმაზე, რომ მათ საგნობრივი მსჯელობა კი არა, პოლიტიკური შოუების მოწყობა უნდოდათ, რაშიც ხელს ვერ შევუწყობთ. ჩვენ საჯაროობის არ გვეშინია, მაგრამ პოლიტიკური შოუს მოწყობაში მე მათ ვერ დავეხმარები“, - განაცხადა კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა