ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამერიკული კომპანია GILEAD-ის განცხადებით თავს ვერ გაიმართლებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ GILEAD-ის განცხადებითაც ჯანდაცვის სამინისტრო გაუმართავ მენეჯმენტზე თავს ვერ გაიმართლებს.

„კომპანია GILEAD-ს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ილაპარაკოს პროგრამის წარმატებაზე, არა აქვს. მან საქართველოში ეს პროგრამა დაიწყო იმ მოტივით, რომ აჩვენოს წარმატებული შემთხვევა საქაართველოში და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ეს წამალი, რომელიც მართლაც კარგია, ეფექტურად მუშაობს. ამიტომ GILEAD-ის ბუნებრივი ინტერესია ილაპარაკოს წარმატებაზე, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ის რეალურად და ცხადად ხედავს გაუმართავი მენეჯმენტის გამო 2020 წლისთვის დაგეგემილი მიზნების შეუსრულებლობას და ის, რომ 2020 წლისთვის მიზნები შეუსრულებელია, ეს არის ფაქტი, ამას ვერც GILEAD, ვერც ჯანდაცვის სამინისტრო, ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ უარყოფს და რა თქმა უნდა ღრმად ვარ დარწმუნებული და მადლობა GILEAD-ს იმისათვის, რომ ისინი პროგრამას გააგრძელებენ, ვიდრე ისინი ამ პროგრამას საბოლოო ჯამში წარმატებულად არ გამოაცხადებენ.

მთავარი პრობლემა რჩება ქართულ მხარეზე, რომ როდესაც ჩვენ შეგვიძლია 5 წლის განმავლობაში მოვახდინოთ C ჰეპატიტის ელიმინაცია, მისი სრულად აღმოფხვრა და არ დავტოვოთ მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ინფექციის გადამტანი და გამავრცელებელი და ამის შებოჭვას ვერ ახერხებს ჯანდაცვის სამინისტრო. აქ GILEAD რა შუაშია?! აქ მთავარი კითხვა უნდა დასვან საქართველოს მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, თუ რატომ ვერ ახერხებს ჯანდაცვის სამინისტრო ნაჩუქარი წამლის ეფექტურად გამოყენებას და ყველაზე გავრცელებას. კარგია 60000 ადამიანის მკურნალობა, მაგრამ არასაკმარისია როცა კიდევ ინფიცირებული მინიმუმ 70000 ადამიანი დადის და არის ინფექციის წყარო, ამიტომ GILEAD-ის განცხადებითაც ჯანდაცვის სამინისტრო გაუმართავ მენეჯმენტზე თავს ვერ გაიმართლებს“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ 560,645,083 ლარის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა