სოფო კილაძე - არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ საკუთარი აზრი დააფიქსირონ, მაგრამ არ არის აუცილებელი, ჩვენ ეს მივიღოთ, როგორც აბსოლუტური მოცემულობა და ჭეშმარიტება

არასამთავრობო ორგანიზაციები გადაჭარბებულად, ხელისუფლებისთვის ნეგატიურ ჭრილში აფასებენ საკითხებს. პოლიტიკური ნიშნით დევნა მე შემიძლია გაგახსენოთ, რა იყო წინა ხელისუფლების დროს,- ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებას, რომ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება.

სოფიო კილაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულის დასაბუთებას არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტებით ვერ ახერხებენ.

"არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება საკუთარი აზრი დააფიქსირონ, მაგრამ არ არის აუცილებელი, ჩვენ ეს მივიღოთ როგორც აბსოლუტური მოცემულობა და აბსოლუტური ჭეშმარიტება.ხშირ შეთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები გადაჭარბებულად აფასებენ საკითხებს ხელისუფლებისთვის ნეგატიურ ჭრილში. თუ არის რაიმე ტიპის კონკრეტული ნიშანი ფაქტები, რომ ვინმეს დაკავება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები და ფაქტები. როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის მხრიდან ხდება ხოლმე ცარიელი სიტყვებით საუბარი, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე. ზოგადად, დევნა პოლიტიკური ნიშნით ჩვენს ქვეყანაში არ არის, თუ რაიმე კონკრეტული შემთხვევა მოხდა, ამას სჭირდება შესაბამისი ყურადღების მიქცევა . ჩემს ხელთ ასეთი ინფორმაცია არ არის, პოლიტიკური ნიშნით დევნა მე შემიძლია, გაგახსენოთ, რა იყო წინა ხელისუფლების დროს და გახსოვთ ყველას, როგორ იდევნებოდნენ ადამიანები. ჩვენ ვხედავდით ძალადობრივ შეტევას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოლიციელებზე, 20 ივნისის მოვლენების დროს, დაახლოებით, 80 პოლიციელი დაშავდა. ისინი თავის თავზე თვითონ ხომ არ მიიყენებდნენ დაზიანებებს, ეს გააკეთეს კონკრეტულმა ადამიანებმა და მათ შორის, პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, ეს მათი უპასუხისმგებლობის დამსახურებაც არის. ოპოზიციის ლიდერმა ბატონმა სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენებაც კი მისცა, წამოსცდა, რა თქმა უნდა, როცა თქვა, რომ ნამდვილად აპირებდნენ პარლამენტის შტურმით აღებას",- განაცხადა სოფიო კილაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა