21 იანვარს, პარლამენტში სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

ხვალ, 21 იანვარს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. ნინო ლომჯარია დეპუტატებს N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორის ბრალდებებს და იმ საკითხებს," რაზეც ომბუდსმენი აპელირებს", პასუხი გაეცეს.

"მოსმენა მოითხოვა სახალხო დამცველმა და ასევე, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა. ჩვენ ორივე მათგანის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ჯერ გვექნება ქალბატონი ლომჯარიას, შემდეგ ქალბატონი თეა წულუკიანის მოსმენა.მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გვქონდეს განხილვა, მით უკეთეს, როცა იყო გარკვეული ცალმხრივი ბრალდებები არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან და ასევე, ომბუდსმენმაც გარკვეულ საკითხებზე მოახდინა აპელირება, ამას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, რეფორმა, რომელიც დავიწყეთ 2012 წლიდან გრძელდება დღემდე, ცალსახად ვხედავთ გაუმჯობესებას. რასაც ამბობს ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ არის ერთადერთი და აბსოლუტური ჭეშმარიტება. ჩვენ გვჭირდება იუსტიციის სამინისტროს შეფასება. ჩემი შეფასებით, ჩემი აღქმით და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მაქვს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პენიტენციური სისტემის რეფორმა გრძელდება და მიღწევებს, რომელიც გვაქვს, ჯერ- ჯერობით საფრთხე არ დამუქრებია და დარწმუნებული ვარ, არც მომავალში დაემუქრება",- განაცხადა სოფო კილაძემ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი