არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა.

რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობას, ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს დღეს არ უმსჯელია. აღნიშნულ საკითხზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.

საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის განცხადებით, არასრულწლოვანთა მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2-საათიან სასამართლო პროცესზე არცერთ ადვოკატს არ უსაუბრია.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული.

საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა