31 დეკემბერს დაკავებული პირების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 22 იანვარს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს დაკავებული პირების: ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძის, ზურაბ ბერძენიშვილის, ზურაბ მჟავანაძის და ლაშა ბურდულის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის მოსამართლემ, ივანე აღნიაშვილმა განაცხადა, საქმეზე გადაწყვეტილებას 22 იანვარს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

სხდომის დასრულების შემდეგ დაკავებულების ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში სრული ეპიზოდი იყო ასახული, თუმცა დაკავებულების შესაძლო დანაშაული მასში არ ჩანდა.

მისივე თქმით, სხდომის დაწყებამდე გაიგონა, როგორ საუბრობდა ტელეფონზე პოლიციელი და ამბობდა: "დარბაზში ზის ის, ვინც უნდა დააჯარიმო".

"შემოსვლისას დამრჩა განცდა და გავიგე ასეთი რამ, პოლიციელი ამბობდა [ტელეფონზე], რომ დარბაზში ზის ის, ვინც უნდა დააჯარიმო. არაფრის დადასტურება არ მინდა. სასამართლოს ვთხოვე, რომ ის განცდა, რაც ამ სიტყვების გაგონების შემდეგ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს, არ დაადასტუროს მისი გადაწყვეტილებით", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს სამართალდამცავებმა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს