მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

«ფორუმის ფარგლებში მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბრენდების - HP-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია.

მიხეილ ჩხენკელმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის დანერგვაზე და ამ მიმართულებით მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა», - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა