დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დატოვა

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დატოვა. ის უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ხვალ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც მივა.

"კითხვები ეხებოდა დაზიანებებს და იმ ფაქტებს, რაც ჩემს წინააღმდეგ გამოავლინეს სამართალდამცველებმა. მე დეტალურად მოვყევი და გადავეცი ინფორმაცია, რაც, ჩემი აზრით, საკმარისი უნდა იყოს, რომ ობიექტური გამოძიება დადგინდეს. ხვალ სამხარაულის ექსპერტიზაზეც წავალ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ის პირები, რომლებმაც ჩემზე ფიზიკური ძალადობა გამოავლინეს, არ არიან იდენტიფიცირებულები. მე მჭირდება ეს ყველაფერი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამას ბევრჯერ გავიმეორებ", - განაცხადა რობაქიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა