ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა, დაღუპულია ექვსი ადამიანი

ერაყში, ბაღდადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში განახლებული ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა. დაღუპულია აქციის 4 მონაწილე და 2 პოლიციელი, რამდენიმე ადამიანი კი - დაჭრილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციამ ალ-ტაიარანის მოედანზე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, ორი ადამიანი ტყვიით, ერთი კი ცრემლსადენი გაზის კასრის დარტყმისგან მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა.

მეოთხე დემონსტრანტი კი პოლიციის ტყვიას ქალაქ კერბალაში ემსხვერპლა.

რაც შეეხება ორ გარდაცვლილ პოლიციელს, მათ ქალაქ ბასრაში ერთ-ერთი მოქალაქის მანქანა დაეჯახათ. სამართალდამცავების ინფორმაციით, ტაჰრირის მოედანთან ახლოს მომიტინგეებმა 14 პოლიციელი დაჭრეს.

აქციის მონაწილეებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცენტრალური გზები გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ დანაპირები არ შეასრულა და ერაყელებისთვის მისაღები ახალი მთავრობა არ წარადგინა.

აქციების პარალელურად ბაღდადში, ე.წ. „მწვანე ზონაში“, სამი „კატიუშას“ ტიპის რაკეტა ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი რაკეტა აშშ-ის საელჩოსთან ახლოს დაეცა.

შეგახსენებთ, მასობრივი ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო. აქციებს დღემდე 450 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა