ჩინეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ინდეფენდენთი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავრობის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონგ ნანშანის, განცხადებით, გუანდუნიოს პროვინციაში ორ ადამიანს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო. გარდა ამისა, ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ვირუსით დაავადებულია სამედიცინო პერსონალის რამდენიმე წევრი, რაც ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტზე მეტყველებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 89 წლის მამაკაცი, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის სიმპტომების აღმოჩენიდან 5 დღის შემდეგ მიმართა.

ოფიციალური მონაცემებით, დღემდე ვირუსის 217 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან 198 ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით 22 იანვარს საგანგებო კომიტეტის სხდომის ჩატარებას გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს