ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობები და საერთაშორისო მისიების ოფისებია განლაგებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ბაღდადის ე.წ. მწვანზე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობები და საერთაშორისო მისიების ოფისებია განლაგებული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ტერიტორიის მიმართულებით სამი „კატუშას“ ტიპის რაკეტა გაუშვეს.

ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობებით, ორი რაკეტა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დაეცა.

შეერთებული შტატები ცოტა ხნით ადრე მსგავს თავდასხმებში ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ადანაშაულებდა, თუმცა აღნიშნულზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

აღნიშნულის პარალელურად, ერაყის სხვადასხვა ქალაქებში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. გუშინ, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს