თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

21-22 იანვარს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ორმხრივი ვიზიტი 10-წლიანი პაუზის შემდეგ ხორციელდება. (2009 წლის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმე ვერჰაგენი).

მათივე ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

„ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი დინამიკის გაგრძელებას, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტმა ნიდერლანდების სამეფოში. შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მინისტრების განცხადება პრესისთვის.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანმხლებით, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. სტეფ ბლოკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო