ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე - იმედია, ექსპერტიზაზე გამოვლინდება ის დაზიანებები, რაც პოლიციის ბაკურიანის განყოფილებაში მომაყენეს

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ვახტანგ რობაქიძის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ექსპერტიზაზე გამოვლინდება ის დაზიანებები, რომელიც პოლიციის ბაკურიანის განყოფილებაში მიაყენეს.

"გუშინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივეცი ჩვენება დაზიანებებთან დაკავშირებით. დაზიანება მაქვს ხელისა და მუცლის არეში. ახლა შევდივარ ექსპერტიზაზე და იმედია გამოვლინდება ის დაზიანებები, რომელიც მომაყენეს პოლიციის ბაკურიანის განყოფილებაში",- განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ვახტანგ რობაქიძეს ანი ოხანაშვილის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა