ხატია წილოსანმა ბერლინში გამართულ სოფლის მეურნეობის მინისტრთა მე-12 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ბერლინში გამართულ სოფლის მეურნეობის მინისტრთა მე-12 კონფერენციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი 70-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე მსჯელობის შემდეგ, კომუნიკე შემუშავდა. 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებმა აგრარული პოლიტიკის განსაზღვრის დროს პრიორიტეტად უნდა დასახონ კლიმატგონივრული აგრარული სექტორის განვითარება, მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და სამართლიანი სავაჭრო პირობების უზრუნველყოფა.

„კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის ტენდენცია, კლიმატის ცვლილები პირობებში, უსაფრთხო საკვები პროდუქტების დეფიციტის საფრთხეს ქმნის. სწორად ამიტომ არის მნიშნელოვანი სწორი აგრარული პოლიტიკის განსაზღვრა, რაც თავის თავში თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგების დანერგვას უპირობოდ ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს კლიმატგონივრული პოლიტიკის დანერგვაზე. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის და აგრარულ სექტორში წარმოების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვისთვის“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო