მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. „შეცვალეს“ ერთ-ერთი წევრის დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, მათ სურთ კომიტეტის სხდომაზე დასწრება, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მივიდეს.

„წულუკიანი უნდა მოვიდეს აქ და მასთან გვაქვს კონკრეტული კითხვები, რატომ თანამშრომლობს კრიმინალებთან, რატომ ლობირებს ირაკლი შოთაძეს და რატომ უჭერდა მხარს მაჟორიტარულ სისტემას და რატომ მოატყუა ხალხი. და საერთოდ ამ რვა წლის განმავლობაში რა გაუკეთებია, რა შეუქმნია? გარდა იმისა, რომ იუსტიციის სახლებს სერვისად დაამატა just tax-ი, სხვა რა გააკეთა? ეს შენობა არ ეკუთვნის ივანიშვილს, წულუკიანს და თალაკვაძეს. ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს და როგორც მათ აქვთ პარლამენტში ყოფნის უფლება, ასევე გვაქვს ჩვენც- მოქალაქეებს. საშვი დაშვებულია ჩვენზე, მაგრამ არ გვიშვებენ და ველოდებით ახლა, რომ გაარკვიონ“, - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო