დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ მოვლენებს განიხილავს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დღეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლართან შეხვედრას გამართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას, კერძოდ, ბოლო განვითარებულ მოვლენებს საოკუპაციო ხაზზე, მათ შორის ახალგორის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვას და აღნიშნულის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, ასევე სოფელ ჩორჩანასთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო