მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს. ორგანიზაცია განიხილავს, გამოცხადდეს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე“.

მედიის ინფორმაციით, ადამიანების რაოდენობამ, რომელთაც დადასტურებულად დაუდგინდათ ახალი ვირუსი, 218-ს შეადგენს. ვირუსის გავრცელება დადასტურდა ჩინეთის უდიდეს ქალაქებში, შანხაიში, პეკინსა და გუანდუნის პროვინციაში. დღეს, ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ვირუსის შედეგად მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა