თბილისის მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შეძენას გეგმავს

ჩვენ დაწყებული გვაქვს მეტროს მოდერნიზება, მოწესრიგება და არსებული ვაგონების განახლება. უახლოეს მომავალში ვაპირებთ გამოვაცხადოთ ტენდერი და შევიძინოთ ახალი 40 ვაგონი დედაქალაქისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა დაპირება შეასრულონ.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად ეს მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას. 2020 წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა ვიამაყებთ ჩვენი ქალაქით, იმ პროექტებით, რომლებიც განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს