კახა კალაძე - პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ პარკში და სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება

„ანას ბაღს", არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, როგორია მისი მოსაზრება „ანას ბაღთან" მცხოვრები ადგილობრივების განცხადებაზე, რომ მათი საწინააღმდეგო კონტრაქცია იგეგმება ბინათმფლობელების მხრიდან, კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერია არაფერ შუაშია არც აქციებთან, არ კონტრაქციებთან და არც მშენებლობებთან.

„კანონის ფარგლებში, ჯერ კიდევ წინა მერის პირობებში გაიცა სამშენებლო ნებართვა. მე დროებით გავაჩერე მშენებლობის ნებართვა. როდესაც ამირჩიეს, ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო კანონის ფარგლებში.

„ანას ბაღს", მწვანე სივრცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მითუმეტეს, ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, ასევე, სპორტულ ობიექტებზე. ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი და არ ვიცი, ვის რა ინტერესი აქვს, ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა ჩვენ ვაპირებთ „ანას ბაღის" რეაბილიტაციას. ინვესტორს დავათმობინეთ დამატებითი მიწის ფართი, რომელიც „ანას ბაღის" ტერიტორიას მიემატება და ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი, რეკრეაციული სივრცე, რომელსაც რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა