ომბუდსმენი - არის შემთხვევები, როდესაც პატიმარი დეესკალაციის ოთახში, სადაც მაქსიმალური მოთავსების ვადაა 72 საათი, მოთავსებული იყო 22, 26, 36 და 48 დღე - ღამის განმავლობაში

გვაქვს შემთხვევები, როდესაც პატიმარი დეესკალაციის ოთახში, იქ სადაც მაქსიმალური მოთავსების ვადაა 72 საათი, მოთავსებული იყო 22, 26, 36 და 48 დღე - ღამის განმავლობაშიც კი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკა შეიძლება სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად ჩაითვალოს.

„მინდა, ხაზი გავუსვა დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკას, რაც წლებია სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ვიზიტის შედეგად გაირკვა, დეესკალაციის ოთახში პატიმრები, უმეტეს შემთხვევებში, მაქსიმალური ვადით ანუ 72 საათით გადაჰყავთ და შესაძლოა, ერთი და იგივე პირი დეესკალაციის ოთახში, ფაქტობრივად, უწყვეტად იყოს მოთავსებული 72-საათიანი ინტერვალით. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი დეესკალაციის ოთახში არის მოთავსებული 5 დღე-ღამეზე მეტი ვადით, ასეთი 34 შემთხვევა არის დაფიქსირებული, 10 დღე-ღამეზე მეტი ვადით 14 შემთხვევაში იყო მოთავსებული პირი, 15 დღე-ღამეზე მეტი ვადით - 6 შემთხვევაში, 20 დღე-ღამეზე მეტი ვადით - 4 შემთხვევაში, გვაქვს შემთხვევები, როდესაც პირი დეესკალაციის ოთახში, იქ სადაც მაქსიმალური მოთავსების ვადაა 72 საათი, მოთავსებული იყო 22, 26, 36 და 48 დღე ღამის განმავლობაშიც კი“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა