თეა წულუკიანი - 2019 წელს სახალხო დამცველის მიერ პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის ნული

თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მესამე წელი დაიწყო თავის ფუნქციას ასრულებს და ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას წარადგენს.

წულუკიანის თქმით, 2019 წელს ნინო ლომჯარიას პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლისა და პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი ნულს უტოლდება.

„2018 წელს ქალბატონი ნინო თავად სულ 4-ჯერ ბრძანდებოდა საპატიმროში. მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა 1 პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ დაათვალიერა #7 დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი, გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს, შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია #9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანებისა და პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის ნული. 2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოადგილე არ არის სუპერ აქტიური, ჩვენ მისგან ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ. მან ჩვენსავით კარგად იცის თითოეული პენიტენციური დაწესებულება, გამოწვევები, პრობლემები და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი თანამშრომელი დადის არა მხოლოდ ამ მონიტორინგის, არამედ ზოგადად პატიმრების საჭიროებების შესასწავლად საპატიმროებში.

მაგრამ, მე ვფიქრობ და მეც მაქვს, ალბათ, აზრის ქონის უფლება, რომ როდესაც პატიმარი ითხოვს დაჟინებით პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენი ციხეში პირადად უნდა დადიოდეს ან რომც არ ითხოვდეს, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება, რომ იაროს ციხეში და შეხვდეს პატიმრებს. დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება. შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, თუ რას დაწერს ომბუდსმენი თავის ანგარიშში იმის საფუძველზე, თუ რა ამბებს მოუტანენ მას ციხეებიდან თანამშრომლები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია