პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ინფორმაციით, საქართველოში ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ქალებს და კაცებს თანაბარი ანაზღაურება აქვთ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ქალებს და კაცებს თანაბარი ანაზღაურება აქვთ.

პრემიერის მრჩეველმა დღეს გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემაც „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ იყო.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, არის თუ არა გამოწვევა ერთი და იმავე პოზიციაზე მომუშავეთა განსხვავებული ანაზღაურება გენდერული ნიშნით და უნდა ველოდოთ თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებებს, პრემიერის მრჩეველმა განმარტა: „დღევანდელი პრეზენტაციისასაც აღინიშნა და სხვა მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართულებით, განსაკუთრებით კი თანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით გვაქვს ერთგვარი სხვაობა, თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ერთ პოზიციაზე ქალებს და კაცებს ერთნაირი ხელფასი აქვთ. სხვაობა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს ეხება. ანუ ქალები და კაცები სხვადასხვა პოზიციებზე საქმდებიან.

ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამასთან, თებერვალში იგეგმება ვიზიტი გერმანიაში,სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია "ეპიკთან" ერთად შევიმუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ შეგვიძლია გენდერული სახელფასო სხვაობა აღმოვფხვრათ ქვეყანაში", -აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა