თეა წულუკიანის და ნინო ლომჯარიას კამათის გამო, სოფო კილაძემ მინისტრს და ომბუდსმენს მიკროფონები გაუთიშა და სიმშვიდისკენ მოუწოდა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კამათია. ერთმანეთს სიტყვიერად იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი დაუპირისპირდნენ.

მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენი სნეულ პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან. აღნიშნულმა განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, თეა წულუკიანმა დღევანდელი მოხსენება პოლიტიკური დებატის ფორმატში გადაიტანა, რაც მისი თქმით, არასწორია.

კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მინისტრსაც და სახალხო დამცველსაც მიკროფონები გაუთიშა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა